მისია/მიზანი » Adjara Tourism Asociation

The construction of this website was supported by:

German Technical Cooperation (GTZ), Private Sector Development in Georgia
and the Centre for International Migration & Development (CIM)



Welcome to ATA

აჭარის ტურიზმის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი

მისია/მიზანი
 
 
- ლობირება - ასოციაციის წევრთა ინტერესების წარმოჩენა და დაცვა როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების წრეებში
- ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო ბიზნესში საკანონმდებლო აქტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა და ტურიზმის კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინება
- ტურისტულ სფეროში შეღავათიანი საგადასახადო სისტემის ფორმირების ხელშეწყობა
- ტურისტული სერვისის დონის ამაღლება და ტურისტული ბიზნესის ეთიკის პრინციპების შემუშავება - ტურისტულ ინდუსტრიაში სტანდარტების და ხარისხის მართვის სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურისტული სერვისის დონის გაუმჯობესება
- განათლება - ტურიზმის სფეროში პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
- მარკეტინგული კვლევები - ტურისტული ბაზრის, ტურისტული მოთხოვნის და ბაზრის განვითარების ტენდენციების (ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე) შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება
- სტანდარტების შემუშავება და ხარისხის კონტროლის სისტემა – კლასიფიკაციის სისტემის დამუშავება საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით
- ტურიზმის სტატისტიკა – ტურიზმის ინდუსტრიაში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვების და დამუშავების თანამედროვე სისტემების დანერგვა
- თანამშრომლობის განვითარება დარგის მონაწილეებს შორის - პოტენციურ გამყიდველებს და მყიდველებს შორის კომერციული ურთიერთობების და კოოპერაციის ხელშეწყობა (მაგ: სასტუმროები და ტურსააგენტოები)
- ტურიზმის პოპულარიზაცია მოსახლეობაში - ტურიზმის, როგორც დარგის და მისი სოციალური-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი დადებითი შედეგების პოპულარიზაციის ხელშეწყობა
- რეკლამა და პრომოუშენი - აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენი საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება - ურთიერთობა/გაწევრიანება უცხოურ ტურისტულ ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან
- თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან, რომელთა საქმიანობაც მიმართულია ტურისტული სექტორის და ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაზე
- სემინარები/კონფერენციები - სემინარების, კონფერენციების და სამუშაო შეხვედრების მოწყობა დარგში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ;

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აჭარის ტურიზმის ასოციაციას info@adjaratourism.org

 
 
 
 

პარტნიორი საიტები

















Copyright © 2008-2009 Adjara Tourism Association