მსოფლიოს ეკონომიური კრიზისი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ყველა
მნიშვნელოვან ტურკომპანიასა და ავიაკომპანიებსაც შეეხო, რის შედეგადაც
ბევრ მათგანს მოუწია თავიანთი ბიუჯეტის და დანახარჯების მკვეთრი შემცირება.
ტურიზმის ექსპერტების განცხადებით კრიზისის ზემოქმედება ტურისტულ
ინდუსტრიაზე საკმაო დიდია, თუმცა მიუხედავად ყველა სიძნელეებისა
დღეისათვის კლიენტების დაინტერესება ტურისტული მარშრუტებისადმი მაინც
იგრძნობა, თუმცა ამასთანავე შეიცვალა მოთხოვა და ის უფრო მცირე ტურისტული
მარშრუტებით შემოიფარგლება. ამასთან, აღსანიშნავია რომ ექსპერტების აზრით,
არ შემცირებულა მოთხოვნა ე.წ. ლუქსის ტიპის დასვენების მიმართ.
ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობის ერთ-ერთი მთავარი თემა ეხება
სხვადასხვა ქვეყნების ტურკომპანიებისა და ტურიზმის ასოციაციების მიერ
კრიზისის დაძლევის გზების ძიებას.
აჭარის ტურიზმის ასოციაცია და მისი წევრები წარმოდგენილნი არიან ბერლინის
ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაზე, რაც მნიშვნელოვანია ასოციაციისა და მისი
წევრებისათვის ეკონომიური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ტურისტული
კომპანიების მუშაობისა და კრიზისის დაძლევის კონცეფციების მოძიებისათვის.
აჭარის ტურიზმის ასოციაციის ბერლინის ტურიზმის სართაშორისო ბაზრობაზე
წარმოდგენილია აჭარის ტურიზმის ასოციაციის კონსულტანტის ბატონ კურტ ჰეინც
რაიცის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აჭარის ტურიზმის ასოციაციას
info@adjaratourism