კონფერენციის მსვლობისას განხილული იყო აჭარის რეგიონში 2009 წლის
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები. აჭარის
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონმა თემურ დიასამიძემ კონფერენციის მონაწილებს გააცნო 2009 წლის ზაფხულის სეზონთან
დაკავშირებით თავისი დეპარტამენტის გეგმები და სტრატეგია.
აჭარის ტურიზმის ასოციაციამ თავის მხრივ წარმოადგინა თავისი ხედვა აჭარის
რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ. ამასთანავე წარმოდგენილ
იყო ასოციაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულები საზაფხულო სეზონთან
დაკავშირებით.
აჭარის ტურიზმის ასოციაციის ინიციატივით აჭარის ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტსა და აჭარის ტურიზმის ასოციაციას შორის გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მიმართული
ორივე ორგანიზაციის თანამშრომლობის ამაღლებისაკენ.
მემორანდუმი
