2009 წლის 3-5 აპრილს ქ. თბილისში გაიმართება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF - 2009. აჭარის ტურიზმის ასოციაცია წარმოადგენილი იყო აღნიშნულ გამოფენაზე აჭარის არ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან ერთად.
გამოფენის ორგანიზატორი იყო: საგამოფენო კომპანია "EXPO GEORGIA", ხოლო თანაორგანიზატორები საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ქალაქ თბილისის მერია.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული იყო სიმპოზიუმი „ტურიზმის სფეროში ქვეყნის და რეგიონოის ბრენდინგი“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ასოციაციები და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.